Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დრაკონის ნავების დღესასწაული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულება - სინოლოგია, 20 ივნისს,  თსუ-ს I კორპუსში აღნიშნავს „დრაკონის ნავების დღესასწაულს“,  რომელიც ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე სახალხო დღესასწაულს წარმოადგენს და სათავეს შორეულ წარსულში იღებს.

 

სინოლოგიის პროგრამის სტუდენტები წარმოადგენენ საკონცერტო ნომრებს  (კერძოდ, სიმღერა, ცეკვა, ჩინური პოეზია, ჩაის ცერემონია, ფერწერა, ჩინური ტრადიციული სამოსის დემონსტრირება და სხვა). მოწვეულთა შორის იქნებიან საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. 

 

ღონისძიების ჩატარების დრო: 20 ივნისი, ხუთშაბათი, 16:00 საათი

ადგილი: თსუ, I კორპუსი, სააქტო დარბაზი

           

დასწრება თავისუფალია.         

 

თარიღი: 17/06/2024